აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების გაკვეთილები

🧩 2026 წლის გზავნილია: „აუტიზმი და ადამიანობა – თითოეულ სიცოცხლეს აქვს ღირებულება“

🔹2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და დამრიგებლების ჩართულობით Iდ,I ბ,IVა,IVბ,Vა,Vბ, კლასებში ჩატარდა სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიეები.

სპეციალურმა მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნეს პრეზენტაცია აუტიზმის შესახებ, გამართეს დისკუსიები აღნიშნული თემის გარშემო და ნახეს საინფორმაციო ვიდეორგოლი აუტიზმის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნენ:

🔸რა არის აუტიზმის სპექტრი;

🔸როგორია მისი მახასიათებლები;

🔸რა შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეთ აუტიზმისსპექტრის მქონე ადამიანებს;

🔸რატომ შეარჩიეს ფაზლის სიმბოლო ამ დღისაღსანიშნავად.

პრეზენტაციის ბოლოს კი ინფორმაციის უკეთ გააზრებისა და შეჯამების მიზნით მოსწავლეებმა შეავსეს საინფორმაციო ტესტი „მითია თუ რეალობა“.

მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები ფერადი ფაზლებით, რომელთა გამოფენაც მოეწყო სკოლის სივრცეში.

🔹სკოლის დირექცია მადლობას უხდის დამრიგებლებსდა სპეციალურ მასწავლებლებს აქტიური ჩართულობისთვის.

#აუტიზმისშესახებცნობადობისამაღლებისმსოფლიოდღე

💙გაუგე, მიიღე, შეიყვარე!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *