სასკოლო მინი კონფერენცია: „პატარა მკვლევარები“
ჩვენს სკოლაში STEM საგნების სწავლების პოპულარიზაციისა და გაძლიერების მიზნით ჩატარდა სასკოლო მინი კონფერენცია: „პატარა მკვლევარები“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მე-8 კლასის …
ინოვაციური და ჰოლისტური განათლების პრინციპებზე დაფუძნებული, ინკლუზიური და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა მოსწავლეთათვის, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ თავისუფალ, მშვიდობისმოყვარე, კანონმორჩილ, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნებებად, რომლებსაც ექნებათ უნარი სწორად განსაზღვრონ პიროვნული და პროფესიულ ინტერესთა ორიენტირები და გახდნენ როგორც პირადი, ასევე საზოგადოების წარმატებული და ბედნიერი მომავლის შემოქმედნი.
ეფუძნება მისიას და სამომავლოდ სკოლას განიხილავს კონკურენტუნარიან სასწავლო დაწესებულებად, რომელიც შექმნის სწავლა-სწავლების ხელშემწყობსა და მამოტივირებელ გარემოს თანაბარი ხელმისაწვდომობით, განუვითარებს XXI საუკუნის უნარებს, რითაც მოსწავლეები შეძლებენ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში.
მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თანხმდება, რომ სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელების პროცესში იხელმძღვანელოს შემდეგი ღირებულებებით: პროფესიონალიზმი, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობა, გუნდურობა.
ჩვენს სკოლაში STEM საგნების სწავლების პოპულარიზაციისა და გაძლიერების მიზნით ჩატარდა სასკოლო მინი კონფერენცია: „პატარა მკვლევარები“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მე-8 კლასის …