ბოლო ზარი 2025

 2025 წლის 20 მაისს ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლეებისთვის ბოლოჯერ დაირეკა ზარი!

ბოლო ზარი— მნიშვნელოვანი, ბედნიერი და ამაღელვებელი დღეა მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებისთვის.

ჩვენ ერთად გავატარეთ 12 წელი, ერთად გავიზარდეთ, განვითარდით, გადავლახეთ სირთულეები, ვიზეიმეთ წარმატებები, გავუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერი წუთები და შევიძინეთ მეგობრები.

მადლობას გიხდით იმ სიამაყის შეგრძნებისთვის, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა გვაჩუქა. გვჯერა, რომ მომავალშიც ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენით!

გისურვებთ წარმატებებს, თქვენი მიზნების მიღწევას და ნათელ, პერსპექტიულ მომავალს! 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *