მასწავლებლის სახლის პროექტის “რეგიონალური სასწავლო ტური “-ს ფარგლებში, ჩვენმა საკოლამ იმერეთის სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს უმასპინძლა
5 დღის განმავლობაში რეგიონიდან ჩამოსულ მასწავლებლებს, სუპერვიზიას უწევდა ჩვენი სკოლის სპეციალური მასწავლებელი თიკო ვარაზიშვილი.
ტურის ფარგლებში სტუმრებმა მოისმინეს ინკლუზიური განათლების ფილოსოფია, ნახეს სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული მუშაობა და დაესწრნენ საგაკვეთილო პროცესს. სამუშაო შეხვედრები იყო თანამშრომლობითი და პოზიტიური
წარმატებებს ვუსურვებთ “რეგიონალური ტურის” მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს. ვფიქრობთ ჩვენთან მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება დაეხმარებათ თავიანთი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვასა და განხორციელებაში




