
ჩვენს სკოლაში STEM საგნების სწავლების პოპულარიზაციისა და გაძლიერების მიზნით ჩატარდა სასკოლო მინი კონფერენცია: „პატარა მკვლევარები“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მე-8 კლასის მოსწავლეთა ხელით შექმნილი მარტივი მექანიზმების მოდელები: ბერკეტები, ჭოჭონაქები, დახრილი სიბრტყე, ჯალამბარი და სხვა. ასევე წარმოდგენილი იყო ამ მარტივი მექანიზმების კომბინაციებით შექმნილი სხვადასხვა მოწყობილობები.
მოსწავლეები გვიყვებოდნენ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ და გვიხსნიდნენ წარმოდგენილი მექანიზმების მუშაობის პრინციპს. პასუხობდნენ აუდიტორიაში დასმულ კითხვებზე.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი: „ფრთხილად, ავტომობილი!“. ნაშრომში განხილული იყო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები, კერძოდ: სამუხრუჭე მანძილი და მძღოლის რეაქციის დრო და გაკეთებული იყო საინტერესო კვლევა მოცემულ რეალურ სიტუაციასთან დაკავშირებით.
ნაშრომებმა გამოიწვია აუდიტორიის დაინტერესება. გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა განხილული მექანიზმისა და საკითხის შესახებ.
კონფერენციის შედეგები დადებითად შეაჯამა სკოლის დირექტორმა და გამოთქვა სურვილი, რომ STEM საგნების პოპულარიზაციის მიზნით, მომავალშიც ჩატარდეს ასეთი კონფერენციები საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
1. მარიამ ჯინჭარაძე – 8ა კლასი
2. ელენე ჩაჩუა – 8ა კლასი
3. ნატალია ვასაძე – 8ა კლასი
4. ნიკოლოზ ჭუმბურიძე – 8ა კლასი
5. ელისაბედ ყალიჩავა – 8დ კლასი
6. მათე ჩავლეშვილი – 9ა კლასი
7. გიგი ნავერიანი – 9ა კლასი
კონფერენციის ინიციატორი და ხელმძღვანელი: ფიზიკის მასწავლებელი ნატო გოჩალეიშვილი






