წაიკითხეთ მეტი:

ჩვენი სკოლის მოსწავლე ქეთევან ჯაოშვილი ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულია.

საქათველოს ჭადრაკის ფედერაციის ნიჭიერთა სკოლის აღსაზრდელმა, ქეთევან ჯაოშვილმა, 5 დან 5 ქულით გაიმარჯვა საჭადრაკო კლუბ “მერანში” გამართულ ტურნირზე და მოიპოვა “D” ლიგაში ასპარეზობის უფლება.

ჩვენი სკოლის მოსწავლემ ანდრია ჭელიძემ ჭადრაკის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.

ანდრიამ, პროგრეს ლიგის E კატეგორიაში 8 წლამდე ასაკის კატეგორიაში პირველი დაიკავა მოიპოვა.

ჩვენი სკოლის მოსწავლე ნუცა გურასპიშვილი საერთაშორისო ტურნირისა და თბილისის პირველობის გამარჯვებულია.

ნუცამ მონაწილეობა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, სპორტული აკრობატიკის, ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირსა და თბილისში გამართულ თბილისის პირველობაზე.

ჩვენი სკოლის მოსწავლემ ნიკოლოზ ფხოველიშვილმა ნახატების კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვა.

ეროვნული სასახლის მედიათეკის ორგანიზებით, ქართული საბავშვო წიგნის დღესთან დაკავშირებული ნახატების კონკურსი გაიმართა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას ეძღვნებოდა.

კონკურსში ნიკოლოზმა ნამუშევარი ,,აი ია” წარადგინა და მეორე ადგილი დაიკავა.

 ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ირაკლი დემეტრაძემ, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა!

 ირაკლი ევგენი მიქელაძის სამუსიკო სკოლის მევიოლინეა. საქართველოში არაერთი წარმატებული კონკურსის შემდეგ, ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ,,ART-DUO MUSIC FESTIVAL”პირველი ადგილი დაიკავა.

 მისი წარმატება გრძელდება — მომავალ წელს ირაკლი მიწვეულია ბერლინში, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *