ჩვენს სკოლას განახლებული სპორტული მოედანი აქვს!
ახალი რეგულაციის მიხედვით, სკოლების ინფრასტრუქტურული მომსახურება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდა. ჩვენი სკოლის ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად, სპორტული მოედნის რეაბილიტაციაზე ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ იზრუნა.
მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილის — სპორტული მოედნის — აღდგენა-გალამაზებაში.




