წაიკითხეთ მეტი:

წარმოგიდგენთ 2026 – 2027 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციის ეტაპებს:

🔹I ეტაპი: 18.02.26 – 02.03.26 სსსმ პირების რეგისტრაცია.

🔹II ეტაპი: 21.04.26 – 08.05.26 მოსწავლეების დედმამიშვილების, სკოლის თანამშრომლების შვილების,

ერთდროულად ორი ან მეტი შვილის (ტყუპების) პირველ კლასში რეგისტრაცია.

🔹III ეტაპი: 15.05.26 – 25.05.26 ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია

🔹IV ეტაპი: 15.06.26 – 03.07.26 საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია.

🔹V ეტაპი: 20.07.26 – 31.07.26 გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია.

🔎შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციას პირველ კლასში გაივლიან მხოლოდ ის პირები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით მოსწავლე უნდა იყოს 6 წლის.

📃წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. მოსწავლის ფოტოსურათი 3X4 ორი ერთეული;

2. მოსწავლის დაბადების მოწმობის, პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

3. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

4. ჯამრთელობის ცნობა – (ფორმა №100);

5. არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი – (საჯარო რეესტრი);

6. ბავშვის და მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი – (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);

7. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – (არსებობის შემთხვევაში);

8. სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი – (არსებობის შემთხვევაში);

9. იძლებით გადაადგილებული პირის (დევნილის) მოწმობის ასლი – (არსებობის შემთხვევაში);

10. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა – (სსსმ პირის შემთხვევაში).

🔹დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ დირექციას!

One Comment to “”

  1. Hi, this is a comment.
    To get started with moderating, editing, and deleting comments, please visit the Comments screen in the dashboard.
    Commenter avatars come from Gravatar.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *