ჩვენმა სკოლის მოსწავლემ, ნიკოლოზ კაკაბაძემ, მოაზროვნეს მათემატიკის ოლიმპიადაზე IV კლასელთა შორის პირველი ადგილი დაიკავა!
ოლიმპიადაში ასობით მოსწავლე მონაწილეობდა მთელი საქართველოდან. ნიკოლოზმა მოიპოვა პირველი ადგილი და საგზური რომში!

ჩვენი სკოლის მოსწავლე, ლევან რურუა, ბენიამინო ჯილის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა
ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ქართულ-იტალიური კლასიკური მუსიკის ახალი პლატფორმაა, რომელიც თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიის ორგანიზებით გაიმართა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“.
კონკურსის/ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში იმყოფებოდა წარმომადგენლობითი დელეგაცია. გალა-კონცერტს ესწრებოდა იტალიის ელჩი საქართველოში, ბატონო მასიმილიანო დ’ანტუონო.
საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მათ შორის, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლევან რურუა.

ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ანასტასია ჩაკვეტაძემ, გაიმარჯვა საქართველოს მათემატიკის ოლიმპიადაზე რომელიც ჩატარდა ზარზმის ბავშთა აკადემიის მიერ .
გამარჯვებული მოსწავლეები სრული დაფინანსებით გაემგზავრნენ ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბაქოში, რომელშიც 6000 ზე მეტი მოსწავლე და 19 ქვეყანა მონაწილეობდა. ამ ოლიმპიადაზე ანასტასიამ და სხვა ქართველმა მოსწავლეებმა გუნდურ შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

ჩვენი სკოლის მოსწავლე ნუცა გიორგაძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!
საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ნაკრების წევრმა, ნუცა გიორგაძემ, წარმატებით იასპარეზა საქართველოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე — Tennis Europe Junior Tour-ის ფარგლებში და გაიმარჯვა როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში.

ჩვენი სკოლის მოსწავლემ ანასტასია ჩაკვეტაძემ მათემატიკის ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილი მოიპოვა
ანასტასიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მათემატიკის ოლიმპიადაში, სადაც 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

ჩვენი სკოლის მოსწავლე ელენე სიუკაევი ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში პირველად, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, საერთაშორისო ტურნირი KETI CUP 2025 გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობას 16 ქვეყნის 400-მდე ტანმოვარჯიშე იღებდა, ელენე კი უმაღლესი კატეგორიის გამარჯვებული გახდა.


