წაიკითხეთ მეტი:
ჩვენი სკოლის თეატრალურმა დასმა გრან-პრი მოიპოვა!

ეკატერინე მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით დადგმულმა სპექტაკლმა „გურიის მზე“ თბილისის სასკოლო თეატრალური ფესტივალის — „არტსკოლა 2025“-ის — პირველი ადგილი დაიკავა და ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა.
ჟიურიმ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი გამოარჩია საუკეთესო სცენარითა და რეჟისურით, ასევე გრან-პრი დაიმსახურეს მსახიობებმა წარმატებით შესრულებული როლებისთვის.
ვულოცავთ ჩვენს სკოლას, რეჟისორს და სცენარის ავტორს — ეკატერინე მჭედლიშვილს, დასის წევრებსა და გულშემატკივრებს ამ დიდ წარმატებას!
გვჯერა, რომ ჩვენს დასთან ერთად კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებებსა და აღიარებებს!




