ჩვენს სკოლას პარამოფარიკავეები სტუმრობდნენ !
პროექტის “ჩემი სტუმარი ჩემს სკოლაში” ფარგლებში საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრებს ირმა ხეცურიანს, გვანცა ზადიშვილს და ნინა თიბილაშვილს ვუმასპინძლეთ.
შეხვედრას VII და X კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. მოსწავლეებმა პარამოფარიკავეებთან ერთად ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.






