მაია ზაალიშვილი

ბიოლოგიის პედაგოგი

დავიბადე ქ. ყვარელში, 1970 წელს. ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი კუთხით, რადგან ის მრავალი ქართველი საზოგადო მოღვაწის აკვანია. დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველ საშუალო სკოლა.
სწავლა განვაგრძე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით.
ამჟამად ვმუშაობ ქ.თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად.თავად სამი შვილის დედა ვარ და კარგად ვიცი ბავშვის ფსიქოლოგია.მივიჩნევ, რომ მასწაველბელს სპონტანურად უჩნდება შეთავსებადი პროფესიაც-მოსწავლის ფსიქოლოგიის შესწავლა.
მუდამ ვცდილობ, ბავშვს მასალის შესწავლის ოპტიმალური ხერხი შევთავაზო და დავაინტერესო საერთო ენის გამონახვის შედეგად. განათლებული თაობის აღზრდა ჩემს პრიორიტეტს წარმოადგენს!