ნათელა ჩივაძე

ქართული ენის პედაგოგი

დავამთავრე ქალაქ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით. 1979-1988 წლებში ვმუშაობდი  თბილისის 24 სპტ–ში  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად. 1988 წლიდან დღემდე კი 150-ე საჯარო სკოლაში.

ჩვენი დიდი ისტორია  და მდიდარი ლიტერატურა, მასთან ერთად ბავშვების უდიდესი სიყვარული გვავალებს ჩემი დარგის პედაგოგს იყო უაღრესად აქტიური, რომ ეს ყველაფერი გააცნო ახალგაზრდებს და გააცნობიერებინო „ვისი გორისანი“ არიან. ამისათვის მუშაობის  საუკეთესო საშუალებად კლასგარეშე მუშაობა მიმაჩნია. ამ მიზნით  ჩატარებული მაქვს შემდეგი ლიტერატურული საღამო:

  • ი. ცურტაველის  1500 წლისთავი
  • გალაკტიონ  ტაბიძე
  • ირაკლი  აბაშიძე
  • კონსტანტინე  გამსახურდია
  •  ვაჟა  ფშაველა
  •  აკაკი  წერეთელი
  • იაკობ  გოგებაშვილი
  • დავით  აღმაშენებელი
  • „შორია თამარ“ – თამარ  მეფის  საღამო
  • ნიკოლოზ  ბარათაშვილი
  • „და  დგანან  მამულში  ძეგლები“
  • 9 აპრილის საღამო ( მიეძღვნა დაღუპულებს)
  • ფოლკლორის  საღამო  „ქართული  ქორწილი’’ ვახუშტი კოტეტიშვილთან  ერთად
  • „მამული  ენა  სარწმუნოება“
  • ასევ ე სხვა საღამოები, რომლებიც ჩატარდა მარჯანიშვილის,თუმანიშვილის,მუსკომედიის თეატრებში.

მიღებული მაქვს შემდეგი ჯილდოები:

  • ახალგაზრდების  საუკეთესო  აღზრდისათვის, განათლების სამინისტრო არაერთი საპატიო სიგელი და ჯილდო.
  • ვარ კრუპსკაიას პრემიის ლაურეატი.
  • 1998 წ.  წლის საუკეთესო  მასწავლებელი.
  • 1999 წ. უწმინდესისა და უნეტარესის ილია II საპატიო სიგელი
  • ილია ჭავჭავაძის დაბადების 150-ე  წლისთავისადმი მოწყობილ საღამოზე „მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა“ ილია II ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი.
  • ქ. თბილისის მერის სიგელი და ოქროს მედალი,ახალგაზრდების საუკეთესოდ აღზრდისათვის.
  • მიხეილ  ჯავახიშვილის სახელობის კონკურსის სიგელი.
  • კონკურსზე  ხუცური კითხვა,ხატწერა,გალობა,საღმრთო წერილის ცოდნა ჩემმა მოსწავლეებმა აიღეს I ადგილი,რისთვისაც სკოლა პატრიარქმა დააჯილდოვა ივერიის ღვთისშობლის ხატით
  • კონკურსი „წარმოვაჩინოთ საქართველო“ პირველი სამეულში გავიდა ჩემი მოსწავლე.
  • საქართველოს უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ კონკურსზე „ჩვენი ენა ქართული“ I ადგილი ჩემმა მოსწავლემ გიორგი მელაშვილმა დაიკავა და მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის გრანტი.
  • 2002-2003 წლებში  გამოვიდა სკოლის ჟურნალი „მოწაფე“ ჩემი ხელმძღვანელობით.