გათიშვა

როგორ წარვმართოთ სწავლების პროცესი

როგორ წარვმართოთ სწავლების პროცესი ისე, რომ ის ორიენტირებული იყოს ბავშვზე, და არა სახელმძღვანელოს შინაარსის ამოწურვაზე? როგორ ვაქციოთ მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიურ სუბიექტად? ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვის ფარგლებში, ესტონელი და ქართველი ტრენერები მასწავლებლებს წარუდგენენ პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც პედაგოგებს ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. ტრენინგს ქართულ-ესტონურ პროექტში ჩართული 15 საპილოტე სკოლის დაწყებითი კლასების 30 მასწავლებელი დაესწრო.

განათლების რეფორმირების სამწლიანი პროგრამა ესტონეთის მთავრობის, საქართველოს მთავრობის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ფონდ ''ინოვეს'' მხარდაჭერით ხორციელდება.

30 Teachers from 15 pilot school attended a training of national curriculum, receiving information from Estonian and Georgian trainers on national curriculum.

A three year program of educational reform is being implemented with the support of Government of Estonia, Government of Georgia, UNICEF and INNOVE Foundation.