გათიშვა

გახანგრძლივებული სწავლების სტუდია „ფესვები“

სსიპ - ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის №150 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული სწავლების სტუდია „ფესვები“.
სტუდიაში მიიღება სამივე საფეხურის მოსწავლეები (დაწყებითი, საბაზო, საშუალო). მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაისვენონ, ისადილონ, იმეცადინონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. დღის რეჟიმი ითვალისწინებს სხვადახვა სახის აქტივობებს, ინტელექტუალურ და განმავითარებელ თამაშებს, მეცადინეობას პედაგოგების დახმარებით.
გახანგრძლივებული სწავლების სტუდია „ფესვები“ გთავაზობთ თქვენზე და თქვენ შვილებზე მორგებულ მომსახურების სხვადასხვა პაკეტებს.
დეტალური ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ პირველ სართულზე მდებარე ოთახ №104-ში.